დამკვირვებელი ედუარდ სინაძის განცხადებით ქალაქ დმანისში #34 უბანზე ადამიანების უმეტესობა,რომელიც საარჩევნო კაბინიდან გამოდის კომისიის წევრებთან და თავმჯდომარეებთან საკუთარ აზრს ხმამაღლა აფიქსირებს.
“გამგებლის წარმომადგენელი მიყვება ამომრჩეველს კაბინასთან და ეუბნება,რომ 48 შემოხაზოს.
ჩვენ ვუხსნით და ვაჩვენებთ ქართულად, აზერბაიჯანულად, რომ 164 მუხლი კრძალავს ამ საქციელს,მაგრამ მაინც თავისას აკეთებენ.”
ასევე სინაძის ინფორმაციით ერთ-ერთმა ამომრჩეველმა შემოხაზა ნომერი 5 რის გამოც გაღიზიანდა გამგებლის წარმომადგენელი და აღნიშნულ პირს მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.









