სოფლის მეურნეობის სფეროს 11 ქვეყნის 100-მდე კომპანია Agro Expo -ს რიგით მე18 საერთაშორისო გამოფენაზე საკუთარი პროდუქციით წარსდგა. მონაწილე კომპანიებს და მწარმოებლებს შორის იყო ქვემო ქართლის რეგიონი. სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის,სასმელების, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების სფეროების გამოფენის ფარგლებში, ქვემო ქართლის მხარის ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია ქართველ და უცხოელ ინვესტორებს და დამთვალიერებლებს წარუდგინეს. სოფლის მეურნეობის დანადგარები და მანქანები, კვების ტექნოლოგიები, თესლები და ნერგები, სასუქები და ქიმიკატები, საირიგაციო სისტემები, საჯიშე მეცხოველეობა და მეფრინველეობა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანი. ქვემო ქართლის რეგიონი საერთაშორისო გამოფენაზე სოფლის მეურნეობის ნატურალური პროდუქციით და კვების მრეწველობის პროდუქციით გამოირჩეოდა. „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საერთაშორისო გამოფენას 1500-მდე მცირე ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონიდან ესწრებოდა.













