დღეს ფონიჭალაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.
მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ორს კი ეძებდნენ. სამაშველო სამსახურმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ჯერ დედის შემდე კი ჩვილის ცხედარი აღმოაჩინა.
გარდაცვლილი 21 წლის სოფიო ყაველაშვილია. მეორე გარდაცვლილი კი მისი 9 თვის ვაჟი, ნიკოლოზ ცერცვაძეა.