ზაზა სარალიძე კლინიკაში გადაიყვანეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ზაზა სარალიძე ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

რუსთაველის გამზირზე, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე კარვის დადგმის მცდელობას პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოყვა. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.