როგორც “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ივანიშვილების ქორწილში სტუმრებისგან საჩუქრად მიღებული თანხა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ივანიშვილების ოჯახის გადაწყვეტილებით, სტუმრებისათვის მითითებული იყო ანგარიშის ნომერი, სადაც, ქველმოქმედების მიზნით, თანხის გადარიცხვა იყო შესაძლებელი.
აღნიშნულ ანგარიშზე დარიცხული თანხის რაოდენობა უცნობია.
ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილი ანსამბლ “ერისიონის” ულამაზესი ქართული ცეკვით დაიწყო. პოლიტიკოსებიდან, ქორწილს მხოლოდ კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ, მეუღლეებთან ერთად.
საქორწინო სუფრას თამადა არ ჰყავდა. საღამო ბერა ივანიშვილის მეგობარს, მირიან ჯეჯელავას მიჰყავდა. არც სუფრა იყო ტრადიციული ქართული, დამახასიათებელი ქართული კერძებით.
შეგახსენებთ, გუშინ ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს. ქორწილი რესტორან “ბიოლიში” გაგრძელდა, სადაც 100 სტუმარი იყო მიწვეული.