#5 სასჯელაღსრულების პენიტენციურ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დროს სიმაღლიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგოამრეობა სტაბილურია. ამის შესახებ TV4-ს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.მას უკვე ჩაუტარდა კვლევები.
რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ განცხადებას. ოფიციალური ინფორმაციით „მიმდინარეობს მე-5 პენიტენციური დაწესებულების გარე ღობის სარემონტო სამუშაოები. ღობიდან ჩამოვარდა იმ კომპანიის მუშა, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს.“