მალხაზ კობაური-მზად ვარ, საგამოძიებო უწყებას ფოტორობოტის შექმნაში დავეხმარო

19 წლის მწყემის მალხაზ კობაურის განცხადებით, რაიან სმიტისა და მისი შვილის მკვლელების ამოცნობა შეუძლია და მზად არის საგამოძიებო უწყებას ფოტორობოტის შექმნაში დაეხმაროს.
კობაური ჟურნალისტებთან აღნიშნავს,რომ მას ბრალი უსაფუძვლოდ დასდეს.

“ვიღაცისთვის ხომ უნდა დაებრალებინათ და მე დამაბრალეს. რაც შეეხება იმას, ცხედრების ადგილი საიდან ვიცოდი, ვეძებე და ქალი და ბავშვი ასე ვიპოვე.

თავიდან ჩემი ნებით ვეხმარებოდი გამოძიებას, სანამ არ დამიწყეს დაშინება და მუქარები. შემდეგ უკვე, როგორც თვითონ უნდოდათ, ისე აკეთებდნენ ყველაფერს, მე არც კი მეკითხებოდნენ“, – აცხადებს მწყემსი.

შეკითხვაზე, სად იმყოფებოდა შემთხვევის დროს, ბრალდებულის თქმით, იგი ჩანჩქერზე ბანაობდა.

„მე ჩანჩქერზე ვბანაობდი. მერე ორი უცხო კაცი მოვიდა და რაიან სმიტთან და მის შვილთან მიმიყვანეს. კაციც და ბავშიც ჩემი თანდასწრებით მოკლეს. ქალი არ ვიცი, სადღაც წაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე უცხო პირები იყვნენ და მათგან ორის ამოცნობა შემიძლია, დანარჩენის გამიჭირდება. ბავშვი და კაცი ვინც მოკლა, მათი ამოცნობა და მათი ფოტორობოტის შექმნაში დახმარება შემიძლია“, – აღნიშნავს ბრალდებული.