მარნეულის საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღეს დაწერილ 16 საჩივარს განიხილავენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა მარნეულის #22საოლქო საარჩევნო კომისია, პროტესტის  ნიშნად დატოვეს.

კომისიაში  არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ქველაძე  ითხოვდა დღის წესრიგში  დამდგარიყო მარნეულის ოლქის შედეგების გაბათილება, თუმცა კომისიის წევრებმა საკითხის დღის წესრიგში დაყენების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღეს, ამის გამო “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა კომისიას უნდობლობა გამოუცხადა და პროტესტია ნიშნად სხდომა დატოვა.

მარნეულის #22საოლქო საარჩევნო კომისია ასევე პროტესტის ნიშნად დატოვა “ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა”, ბესიკ დონაძემ, მისი თქმით საარჩევნო კომისია დაწერილ საჩივრებს არაობიექტურად განიხილავს.
მარნეულის #22საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დღეს დაწერილ 16 საჩივარს განიხილავენ.