მარნეულში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებსა და საარჩევნო კომისის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

მარნეულის რაიონში, სოფელ იმირში, #59-ე საარჩევნო უბანზე გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებსა და საარჩევნო კომისის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა 59-ე უბანზე შემაჯამებელი ოქმის ასლები მოითხოვა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, არ მისცეს. “ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, უბანი გრიგოლ ვაშაძემ მოიგო, „ქართული ოცნება“ კი შედეგების გაყალბებას ცდილობს.

ამის გამო, როდესაც საუბნო კომისიიდან ოქმებით დატვირთული ავტომანქანა გამოვიდა, “გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები მას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი მანქანას გადაუდგნენ და ხელებს ურტყამდნენ. დაპირისპირების განსამუხტად პოლიცის ჩარევა გახდა საჭირო.

„დამირეკეს კომისიის წევრებმა, ოქმს არ გვაძლევენო. პოლიციამ გაიტაცა ოქმი… დავწექით მიწაზე და გადაგვიარეს, რა ძალი და ღონეც ჰქონდათ, გვცემეს. იარაღებს გვირტყამდა მუცელში ქართული პოლიცია. მარტო მე კი არა ყველას, 100 და 200 კაცი გვცემდა, გზაზე დავწექით და მაინც გვცემეს. ოქმი პოლიციამ წაიღო, რომ გადააკეთოს მოგებული უბანი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ.

მარნეულში, სოფელ იმირში, 59-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლის ინფორმაციი, ადგილზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული