მარნეულში ჟურნალისტებს საარჩევნო უბნიდან აძევებდნენ

სოფელ ყიზილაჯლოში, N89 უბანზე, რადიო მარნეულის ჟურნალისტებს სარჩევნო უბანზე დაკვირვების დროს შენობიდან აძევებდნენ.

მათ ხელითაც შეეხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. მიუხედავად ამისა, მათ ადგილი არ დაუტოვებით.

პირი, რომელიც ჟურნალისტებს ხელით შეეხო, მარნეულის მერიაში მომუშავე ნურლან მამიშოვია.