მეგობრობის გამზირზე ჯებირების მონტაჟი მიმდინარეობს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე  უსაფრთხოების ჯებირების მონტაჟი მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში მეგობრობის გამზირზის გარკვეულ მონაკვეთზე ბოძკინტების მონტაჟიც ხდება.

სამუშაოებს რუსთავის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გზატკეცილი +” ასრულებს. სახელშეკრულებო ღირებულება კი 33 628 ლარს შეადგენს.