მეთორმეტე მიკრორაიონში პოლიციის ახალი განყოფილება აშენდება

მეთორმეტე მიკრორაიონში პოლიციის ახალი განყოფილება აშენდება. ამის შესახებ დღეს კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. ტერიტორიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭება. შესაბამისი მოთხოვნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს წევრების უმრავლესობის მიერ საკითხი მხარდაჭერილი იქნება ტერიტორიაზე მშენებლობა დაიწყება.
ტერიტორია, სადაც შენობა უნდა აშენდეს რეკრეაციულ ზონას წარმოადგენს და საკრებულომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ტერიტორიისთვის ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით. რეკრეაციული ზონა შეიცვალოს საქმიან ზონად.