ამ წუთებში რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში აქცია ” მე ვიცავ თავისუფლებას” მიმდინარეობს . ” ქართული ოცნების ” მხარდამჭერები რუსთავის მსგავსად აქციებს საქართველო ყველა რეგიონსი მართავენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსახლეობას, უარი უთხრან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაბრუნებას. „მე ვიცავ თავისუფლების“ წარმომადგენელთა განმარტებით, შეკრებები არჩევნების მეორე ტურამდე დიდ ქალაქებში შედგება და თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მასშტაბური მსვლელობით დასრულდება.