მომღერალი სოფო ხალვაში ბათუმის მერის მოადგილედ დაინიშნა.
ხალვაში, მერმა ლაშა კომახიძემ ოფიციალურად დღეს წარადგინა. როგორც მერმა აღნიშნა, სოფო ხალვაშზე არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ მას კულტურის მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს და ფართო ურთიერთობებები აქვს ქვეყნის გარეთ, შესაბამისად, სოფო ხალვაში მერიაში კულტურის მიმართულებით იმუშავებს.
ლაშა კომახიძის განცხადებით, ეს არ არის წინასაარჩევნო დარღვევა და ხალვაშის დანიშვნა კანონის დაცვით მოხდა.
თავად სოფო ხალვაშის განცხადებით კი, ამ პოტსზე შემოთავაზება დიდი ხნის წინ ჰქონდა, როდესაც ის აჭარის ტელევიზიაში მუშაობდა და გადაწყვეტილება ახლახან მიიღო.