სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი სერვისი დაინერგება. ელექტრონული სერვისის საშუალებით რუსთავში არსებული საპროექტო კომპანიები მშენებლობაზე ნებართვის აღებას და სხვა პროცედურების გავლას ელექტრონულად შეძლებენ. რუსთავის მერიის დარბაზში ახალი სერვისის დანერგვის ფარგლებში, რუსთავის მერსა და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, რუსთავის მერმა,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერად, ფოკუს ჯგუფს სერვისით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პროექტი კომპანიების წარმომადგენლები სურვილის შემთხვევაში ახალი სერვისით სარგებლობის პროცედურებზე დამატებით კონსულტაციებს მიიღებენ.