ვაზისუბნის ერთ-ერთ სკოლაში მშობელსა და სკოლის დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა და საბოლოოდ, მშობელმა დირექტორს უკბინა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ერთ-ერთი კლასის მოსწავლის მშობელი სკოლაში დაიბარეს. თავდაპირველად შელაპარაკება მშობელსა და მასწავლებელს შორის მოხდა, სიტუაციაში გასარკვევად სკოლის დირექტორი ჩაერია. სიტყვიერი დაპირისპირება მშობელსა და დირექტორს შორის გაგრძელდა და მალევე ფიზიკურში გადაიზარდა – მშობელმა დირექტორს ხელზე უკბინა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ დანიშნულია ექსპერტიზები.