ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
რაც შეეხება მის მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც ასევე ნანგრევებშია მოყოლილი, მისი სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბავშვი 1 წლამდე ასაკისაა.
ზემო ფონიჭალაში, 23-ე კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანიც დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.