რა დაჯდება არჩევნების მეორე ტური

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 10 583 022 ლარი გა­მო­ი­ყო­ფა-ამის შე­სა­ხებ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქე­დან 10 034 572 ლარი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მოხ­მარ­დე­ბა. არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მო­ხე­ლე­თა გა­დამ­ზა­დე­ბის­თვის 167,000 ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბა. ამას­თან, დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­ფი­ნან­სე­ბის­თვის 381,450 ლა­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის 1-ელი ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 42 667 518 ლარი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი. აქე­დან 32 127 177 ლარი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე; 1 190 617 ლარი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მო­ხე­ლე­თა გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე; 2 111 674 მი­ლი­ო­ნი ლარი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა­ზე იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ამას­თან, 10 აგ­ვის­ტოს დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­ფი­ნან­სე­ბის­თვის 7 238 050 ლარი უნდა და­ხარ­ჯუ­ლი­ყო.