რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მარნეულში მოსახლეობას ხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი ,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხვდება.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრი მოსახლეობას დაგეგმილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას აწვდის. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ასევე ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დეკემბერში დაიწყებს. სამუშაოები მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება. ამ დროისთვის მარნეულის მოსახლეობის 83%-ს სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.რაც შეეხება წყალარინების ინფრასტრუქტურას, დღეის მდგომარეობით ,სოფელ ყიზილაჯლოში კანალიზაციის სისტემა არ არსებობს. მარნეულში მოსახლეობის დაახლოებით 25% და ბოლნისში 40% სარგებლობს წყალარინების ინფრასტრუქტურით. პროექტის დასრულების შემდეგ კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით მარნეულის,ბოლნისისა სა სოფელ ყიზილაჯლოს 38 000-მდე მოსახლე ისარგებლებს. შეხვედრას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. პროექტის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება. 

უწყების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს რუსთავი წითელი ხიდი ალგეთი სადახლოს მაგისტრალური ახალი გზის მშენებლობა. თებერვლის ბოლომდე უნდა მივიღოთ საბოლოო პროექტი და 2019 წლის ბოლოს დაგეგმილია ჩავატაროთ სატენდერო პროცედურები და 2020 წლის დასაწყისში დავიწყოთ ახალი.მაგისტრალური გზის მშენებლობა.დაახლოებით მილიარდამდე ლარის ღირებულებას ვვარაუდობთ ორივე მიმართულებაზე.ევროპის საინვესტიციო ბანკმა უკვე დაამტკიცა აღნიშნული პროექტის დაფინანსებისთვის შესაბამისი შეღავათიანი სესხი.ამ პროექტის განხორციელება საგზაო დეპარტამენტისთვის ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია.