რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეზენტაციის დროს, რომელიც მარნეულის კულტურის სახლში მიმდნარეობდა შუქი ჩაქრა. სინათლე რამდენიმე წუთის განმავლობაში გამორთული იყო.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მან წყალმომარაგების კუთხით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.
ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.