სამოქალაქო აქტივისტებმა კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, იური მეჩითოვის საცხოვრებელი სახლის კარებზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გვარები და ანტისაოკუპაციო სტიკერი მიაკრეს და დატოვეს ნიჩბები იმის მისანიშნებლად,თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ ისინი. 9 აპრილი იყო შოუ და ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ. ეს იყო კრიმინალური აქტი აქციის ორგანიზატორების მხრიდან, რათა ასეთი შედეგი მიეღოთ. ეს იყო გეგმა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. არავის სურდა ვინმეს მოკვლა. ისინი ჭყლეტაში დაიღუპნენ-განუცხადა ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა “Al Jazeera”-ს კორესპონდენტს.