რუსთაველი სპორტსმენის, ლაშა გურულის კიდევ ერთი წარმატება

რუსთაველი სპორტსმენის, ლაშა გურულის კიდევ ერთი წარმატება. ლაშა გურულმა ევროკავშირის ჩემპიონატზე იასპარეზა და ხორვატი მოწინააღმდეგე დაამარცხა. რუსთაველი მოკრივე 64 წონით კატეგორიაში იბრძოდა. 2018 წლის ევროკავშირის ჩემპიონატი ესპანეთში ტარდება. საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთში ცხრა კაციანი შემადგენლობით ასპარეზობს. ევროკავშირის ჩემპიონატი ქალაქ ვალიადოლიდში 19 ნოემბრამდე გაგრძელდება. რუსთაველ სპორტსმენის ბრძოლების ნახვა ჩვენს მაყურებელს tv4-ის და ტელეკომპანიის სოციალური არხების საშუალებით პირდაპირ ეთერში შეეძლო.