რუსთავის თეატრში წიგნის “ქვემო ქართლელი გულდებული” პრეზენტაცია გაიმართა

რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში წიგნის ქვემო ქართლელი გულდებული პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი,რომელშიც ქვემო ქართლის რეგიონის 90 მწერლის შემოქმედებაა გაერთიანებული, ქვემო ქართლის გუბერნიის ხელშეწყობით რამდენიმე ეგზემპლარად გამოიცა. წიგნის პრეზენტაციას რეგიონის მწერლებთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოს მწერალთა კავშირის ქვემო ქართლისა და რუსთავის ორგანიზაციის წევრმა შემოქმედებმა ,წიგნში შესული პროზაული და პოეტური ნამუშევრები წარადგინეს . ქვემო ქართლელი გულდებულები,რეგიონში მოქმედი მწერლების სურვილით და ქვემო ქართლის გუბერნიის ხელშეწყობით გამოიცა. კრებულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მწერლების შემოქმედებაც არის შესული.