ამ წუთებში რუსთავის მერიაში ვიცე-მერის პაატა კილაძის წარდგენა მიმდინარეობს. TV4-ის ინფორმაციით პაატა კილაძესთან მოლაპარაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კილაძის წარდგენის შესახებ მედიისთვის ინფორმაცია არ გავრცელებულა. სავარაუდოდ კილაძის წარდგენის შემდეგ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადებას დაწერს და ვიცე- მერი რუსთავის მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგება. სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს რუსთავის მერიის რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელიც. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით რუსთავის მერიაში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, კილაძის კანდიდატურა გრიგოლ ნემსაძის წასვლის შემდეგ გუბერნატორის პოსტზეც განიხილებოდა