რუსთავის მერიის სერვისცენტრმა ქალაქის მაღალსართულიან კორპუსებში შიდა ბუნკერების დალუქვის სამუშაოები დაასრულა. ანტისანიტარია, უსიამოვნო სუნი და მღრნელების სიმრავლე- ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია,რომელიც რუსთავის მცხოვრებლებს წლების განმავლობაში აწუხებდათ.ქალაქის მასშტაბით რუსთავის სერვისცენტრმა შიდა ბუნკერების დალუქვის სამუშაოები ყველა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დაასრულა. ალტერნატიული გზა კი სერვისცენტრმა, ქალაქის სხვა მისამართების მსგავსად, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნებით იპოვა,რომლებიც კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა
ბუნკერების დალუქვის პარალელურად,რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრმა, რუსთავ სერვისცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში,სადერატიზაციო სამუშაოები განახორციელა,რის შედეგადაც სადარბაზოებში მღრნელების არსებობის პრობლემა ფაქტობრივად მოგვარდა.
შიდა ბუნკერები ქალაქის 249 მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსის 1049 სადარბაზოში დაილუქა. 240 საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნა, სხვადასხვა მისამართებზე საჭიროების მიხედვით გადანაწილდა.