რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, მოხდება ზარალის შესწავლა და დათვლა

სტამბოლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს დილიდან მივიდა რუსთავის მერი. ირაკლი ტაბაღუას თქმით, მოხდება ზარალის შესწავლა და დათვლა.მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს მომხდარის მიზეზებს და ჯერ-ჯერობით, ვერსიებზე საუბარი არის არასერიოზული.

“ვერსიაზე ჩვენ გუშინაც განვაცხადეთ, რომ არასერიოზული განცხადება იყო და რაღაც პოლიტიკურ ჭრილში რომ არ გამოვიდეს, გამოძიებას და იმ ექსპერტიზის ვერსიებს უნდა დავეყრდნოთ რასაც წარმოგვიდგენენ პირველი რაც არის გასაკეთებელი, მეორე ის, რომ იქ მოვაჭრე ადამიანებს რა თქმა უნდა გააჩნდათ საქონელი, რომლის აღრიცხვაც უნდა მოხდეს, პირველ ეტაპზე და წარდგენილი იყოს ის დოკუმენტაცია ის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლთაც მოხდება განსაზღვრა ზარალის. ისე ზარალის განსაზღვრა ფაქტიურად შეუძლებელი იქნება.”-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.