რუსთავის რამდენიმე სკოლაში გათბობა ჩართული არ არის

რუსთავის სამ სკოლაში გათბობა ჩართული არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს რუსთავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში დაგვიდასტურეს.  რაც შეეხება დანარჩენ სკოლებს, რესურს–ცენტრის ინფორმაციით გათბობის სისტემა სხვა სკოლებში ამინდის გაუარესებისთანავე ჩაირთო.

რუსთავის მეოთხე და მეთხუთმეტე სკოლებში კი, რომლებსაც ათასწლეულის ფონდის მეორე კომპაქტის ფარგლებში ჩაუტარდათ რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე გადაერთების სამუშაოები მიმდინარეობს და გათბობის ჩართვა მომავალი კვირიდან იგეგმება. 

24–ე ქართული გიმნაზიიის გათბობის სისტემას კი ტექნიკური ხარვეზი აქვს , დაწყებითი კლასების მოსწავლეები ალტერნატიული გამათბობლებით სარგებლობენ .  

ჩართულია თუ არა გათბობის სისტემა სხვა სკოლებში, ამის გადასამოწმებლად “ქრონიკა” შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დღეს რამდენიმე სკოლაში იმყოფებოდა, თუმცა მე-18 სკოლაში. მას შემდეგ, რაც გადამღები ჯგუფის ადგილზე მისვლის მიზეზი შეიტყვეს სკოლის ადმინისტრაციამ ჟურნალისტი და ოპერატორი სკოლის შენობაში არ შეუშვა.