რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის, გამომძიებელ მერაბ მერაბიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. მოწმემ მის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების სასამართლო პროცესზე ჩვენება ითხოვა, რასაც არ ეთანხმება დაცვის მხარე. დაცვისა და ბრალდების მხარე დაობენ, მოხდეს თუ არა პროცესზე მტკიცებულებების ჩვენება. მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულების ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.