გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამსონ ქუთათელაძის მეუღლე დაიკითხა. მოკლულის მეუღლე ფიქრობს, რომ მისი ქმარი სწორედ გიორგი ჭანტურიამ მოკლა, რადგან მას გარდაცვლილთან ქონებრივ საკითხებზე კონფლიქტი ჰქონდა. სხდომას თავად ბრალდებული გიორგი ჭანტურიაც დაესწრო. ჭანტურიას სსსკ 108 და 236 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება ბრალად. რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას ითვალისწინებს. ჭანტურია ბრალს არც ერთ ეპიზოდში არ აღიარებს.
მომდევნო პროცესი 8-ნოემბერს 13:00 საათზე ჩაინიშნა.