რუსთავი ამერიკულ ფეხბურთში ფინალურ მატჩს უმასპინძლებს

გამარჯვებისთვის ორი გუნდი, რუსთავის "სთილერსი" და თბილისის "ქრუსაიდერსი" იბრძოლებს

რუსთავი ამერიკულ ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს. ხვალ 4 საათზე გამარჯვებისთვის ორი გუნდი, რუსთავის “სთილერსი” და თბილისის “ქრუსაიდერსი” იბრძოლებს.ფინალური შეხვედრა რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.   სტადიონზე მისულ მაყურებელს  დაძაბული და საინტერესო მატჩის გარდა, მრავალფეროვანი პროგრამა  ლოზუნგით “სპორტი აერთიანებს” ჰპირდება. სპორტული შეჯიბრების მხარდამჭერები არიან რუსთავის მერია და „შტატი51“. აღსანიშნავია ,რომ ფინალურ შეჯიბრებას რუსთავი წელს მეორედ მასპინძლობს . ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაცია. მატჩის მედია მხარდამჭერია „tv4“ და „რადიო 4“. მატჩის ყურება ჩვენს მაყურებელს პირდაპირ ეთერში შეეძლება, ასევე პირდაპირი ტრანსლირება გადაიცემა ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც.