ეროვნულ ლიგაზე “რუსთავმა,” “დილა” ვერ დაამარცხა.
“რუსთავი” პლეი-აუტში გავარდნის საფრთხის წინაშე დგას. გუნდმა ეროვნული ლიგის 34-ე ტურში “დილა” ვერ დაამარცხა.
შეხვედრა ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი იყო, ეს თამაშის ხასიათსაც დაეტყო. მიუხედავად შანსებისა ანგარიში ვერცერთმა გუნდმა ვერ გახსნა.
90-ე წუთზე, ბექა ქავთარაძის შეტევის შეჩერებისთვის ამოს ნონდიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. საბოლოოდ, შეხვედრა 0:0 დასრულდა.
34 ტურის შემდეგ „რუსთავმა” ისევ მე-7 ადგილზეა 34-ქულით, ხოლო „დილა”, 57 ქულით, მეხუთეა და 3 ქულით ჩამორჩება მეოთხეადგილოსან საჩხერის „ჩიხურას”.