რუსთავში მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა

რუსთავის ქიმიკოსთა კომპლექსში რუსთავში მოღვაწე წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოეს. სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონია რუსთავის სპორტსმენთა თანადგომის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ვეტერანი და  მოქმედი სპორტსმენები მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა სიგელებით დააჯილდოვეს  და სპორტის სხვადასხვა სახეობებში ევროპისა და მსოფლიო პრიზიორებს   გაწეული ღვაწლისთვის და ქალაქში სპორტის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადეს. დაჯილდოებაზე სპორტსმენთა თანადგომის ცენტრის წარმომადგენლებმა პოლიტიკური განცხადებაც გააკეთეს და ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადება დაგმეს, სადაც  პრეზიდენტობის კანდიდატმა  სპორტის დაფინანსებას ფუფუნება უწოდა.