რუსთავში მწვანე ნარგავების მოჭრის წესი მკაცრდება

რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში შესაძლოა ცვლილება შევიდეს. საკითხი დღეს რუსთავის საკრებულოს საპროცედურო, სამანდატო და ეთიკის კომისიის სხდომაზე განიხილეს. მკაცრდება მწვანე ნარგავების მოჭრის წესი, კანონდარღვევის შემთხვევაში კი კანონდამრღვევის მიმართ ფულადი სანქციები ამოქმედდება. კონკრეტულად რა რაოდენობით განისაზღვრება სანქცია ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. დოკუმენტაცია ცენტრალურ მთავრობას გადაეგზავნება,მას შემდეგ რაც შესაბამისი უწყება რეკომენდაციებს შეიმუშავებს, საკითხს უკვე რუსთავის საკრებულო განიხილავს. წესში ცვლილება მიზნად ქალაქის გამწვანებას, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას და ტემპერატურის რეგულირებას ისახავს მიზნად.