რუსთავში ორი მინისტრი იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე, რუსთავში მოქმედი წარმოება-დაწესებულებების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე და მიღწევებზე ისაუბრა, ეკონომიკის მინისტრი ქალაქში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით დაინტერესდა, ირაკლი ქარსელაძემ კი დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები, არანაირად არ უკავშირდება არჩევნების მეორე ტურს და მიზნად ისახავს ადგილებზე არსებული პრობლემების გაცნობას.