რუსთავში საკუთარი კონსტიტუციური უფლებით 57 570 -მა მოქალაქემ ისარგებლა.
საერთო ჯამში რუსთავში 108 034 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე დაიხურა. ამ წუთებში უბნებზე ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.
 დღეს ქვეყანამ რიგით მეხუთე პრეზიდენტი აირჩია ექვსი წლის ვადით. არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება რომელიც ხმათა უმრავლესობას მოიპოვებს. მეორე ტურში
50 % -იანი ბარიერი აღარ მოქმედებს. 
 
		 
    








