ინციდენტი მე-17 მკ/რ-ში. საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, აივანზე უცნობმა პირმა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო. tv4 პირველი მედიასაშუალება იყო, რომელიც ადგილზე მივიდა.
როგორც სახლის მეპატრონე, გოგა ინჯგია tv4-თან ჰყვება, ის გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერია და მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნის.
ადგილზე იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მამუკა ჩიქოვანი.
შემთხვევის ადგილზე მივიდა რუსთავის საკრებულოს წევრი, მე-17 მკ/რ მაჟორიტარი დეპუტატი გიგა ჯღარკავა. გიგა ჯღარკავას თქმით ის მომხდარის შეფასებას ვერ გააკეთებს და დაელოდება გამოძიების შედეგებს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის განადგურებას გულისხმობს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
live-ის და მომხდართან დაკავშირებით კომენტარების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე tv4.ge