რუსთავში უფლებადამცველები, იურისტები და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ. ამის შესახებ მათ განცხადება ტვ4-ის პრესკლუბში გააკეთეს. უფლებადამცველების თქმით, ისინი უარს უცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობის” რეჟიმს და მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერენ. “ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვუთხრათ არა ძალადობას, ვუთხრათ არა ჩაგვრას და ადამიანის უფლებების ღირსებების შელახვას და შესაბამისად ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს, ეს მხარდაჭერა არის მოთხოვნა , რომ ის ხარვეზები რაც ჯერ კიდევ არის ქვეყანაში გამოსწორდეს და ამაში აქტიურად იყოს ქალბატონი სალომე ჩართული და ჩვენც იურისტები, უფლებადამცველები მოქალაქეები მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან” -განაცხადა ანა კეკენაძემ.