რუსთავში ყველა უბანი გაიხსნა,პირველმა ამომრჩეველმა ხმა უკვე დააფიქსირა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში მიმდინარეობს , როგორც TV4-ს #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა რუსთავის 87 უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. 2018 წელს რუსთავში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 108 034-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 84 ძირითადი და 3 სპეც უბანი. #20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ამ დრომდე უბნებზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. 
რუსთავში პირველმა ამომრჩეველმა ხმა უკვე დააფიქსირა.