სათხის ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები ხელოვნების მუზეუმს გადაეცა (+ფოტო)

სათხის ეკლესიის კანკელის ამ დრომდე მოუკვლეველი ფრაგმენტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადასცა. 8 ფრაგმენტი,რომელის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, დღეიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ ექპონატებს შეემატა და დროთა განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისში ბოლნისიდან თბილისში ჩამოტანილ კანკელთან კონსოლირდება.

ქვის ორნამენტიანი ნატეხები სათხის კანკელის ზედა მარჯვენა ნაწილის ფრაგმენტებია,რომელზეც ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი.  წარწერა,რომელმაც არქეოლოგიაში ყველაზე მნიშვნელოვანი, თარიღები შეცვალა და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა.  წარწერიან ფრაგმენტზე მითითებული ქორონიკონი საბოლოოდ აზუსტებს ქვემო ქართლის ეკლესიებისა და მათი კანკელების მთელი ჯგუფის ქრონოლოგიას და  გვაუწყებს ,რომ ამ ეკლესიათა წარწერებში მოხსენიებული მეფე გიორგი,რომელიც  აქამდე მეფე-გიორგი ლაშასთან იყო გაიგივებული,სინამდვილეში მეფე გიორგი მესამეა.

ეს სწორედ იმ კანკელის ფრაგმენტია,რომელიც თავის დროზე სიძველეთა  დიდმა მოყვარულმა ექვთიმე თაყაიშვილმა სათხედან ჩამოიტანა და თბილისის ხელოვნების მუზეუმში მნიშვნელოვანი ფრაგმენტის გარეშე ინახებოდა. დაკარგული კანკელის ნაწილი თავის კუთვნილ ადგილს საუკუნეების შემდეგ დაუბრუნდა-კუთვნილი ადგილი ხელოვნების მუზეუმია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კანკელი საქართველოს ხელოვნების მუზუმს გადასცა. 8 ფრაგმენტი,რომელიც სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა, დღეიდან ხელოვნების მუზეუმში დაცულ ექსპონატებს შეემატა.

მას შემდეგ,რაც კანკელს დაკარგული და ახლა უკვე აღმოჩენილი ფრაგმენტები შეუერთდება საზოგადოება შეიტყობს ,რომ კანკელზე მოხსენიებული მეფედ მეფე გიორგი სინამდვილეში მეფე გიორგი მესამეა.ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ძეგლი,რომელიც სრულად გვიქმნის წარმოდგენას რა მოყვანილობა ჰქონდა მაშინდელ კანკელებს-ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა,რაც  ყევლაფერთან ერთად რეგიონის ტურისტულ განვითარებაზეც მოახდენს გავლენას.