სალომე ზურაბიშვილმა გუნდის დაკომპლექტება დაიწყო

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუნდის დაკომპლექტება დაიწყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი საარჩევნო შტაბიდან რამდენიმე პირის გადაყვანას გეგმავს. არაოფიციალური ინფორმაციით, იმ პირებს შორის, რომელთაც არჩეული პრეზიდენტი საკუთარ გუნდში მოიაზრებს, არიან: ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი სიმონ პეტრედისი.
აღნიშნული პირები საარჩევნო კამპანიის პერიოდში ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდნენ, მათ შორის უშუალოდ კახა სამხარაძე რამდენიმე თვის განმავლობაში შტაბს ხელმძღვანელობდა.