საპატრულო და კრიმინალური პოლიცია მეგობრობის გამზირზე

საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული მეგობრობის გამზირზე. სამართალდამცველები ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოიძახა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ქუჩაში არასრულწლოვნებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. კერძოდ თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმა მოზარდმა მეორეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბავშვები დაახლოებით 11-12 წლისები იყვნენ. ადგილზე მისულ პოლიციას ინციდენტი ამოწურული დახვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტვ-4-ს განუმარტეს, რომ პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად არ დადასტურდა ძალადობის ფაქტი და საქმეზე გამოძიებაც არ დაწყებულა.