საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ, 2 დეკემბერს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურის თარიღად სწორედ 2 დეკემბერს განიხილავს, რომელიც მეორე ტურის ჩატარებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ბოლო ვადა იყო.
როგორც ცნობილია, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50 %-ზე მეტის დაგროვება ვერ შეძლო, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.