საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი დღეს გახდება ცნობილი

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს დღეს 19:00 საათზე გამაოცხადებს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომსიია სხდომას დღეს 13:00 საათზე გამართავდა, თუმცა მოგვიანებით დრო შეცვალა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ცხრა საკითხზე გეგმავს მსჯელობას. პირვლი საკითხი საქართველოს პრზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველუ ტურის შედეგების შეჯმებაა. მეორე საკითხად კი განკარუგელბის პროექტია შეტანილი, რომლიც მეორე ტურის თარიღის დანიშვნის ითვალისწინებს.კანონმდებლობით , არჩევნების მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება, შესაბამისად არჩევნები 28 ნოემბერს უნდა გაიმართოს, ანუ ოთხშაბათს, რასაც სამოქალაქო სექტორი აპროტესტებს. არასამათავრობო ორგანზაციები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.