2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მარნეულში 90 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კობა ასანიძის თქმით, ამ დროისთვის ყველა უბანზე შესაბამისი ინვენტარი უკვე შეტანილია და საღამოს ექვს საათამდე მოხდება ბიულეტენების დარიგებაც. კობა ასანიძის თქმით, მეორე ტურისთვის ქალაქ მარნეულში 4 საარჩევნო უბანზე შეიცვალა უბნის მისამართი და უბანი ახლომდებარე შენობაში განთავსდა, შესაბამისად ამ საარჩევნო უბნების საზღვრებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით, მათ საინფორმაციო ბარათები დაურიგდათ, სადაც მითითებულია საარჩევნო უბნის ახალი მისამართი.
ხოლო, დანარჩენ შემთხვევაში არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც არჩევნების პირველი ტურისთვის გაიხსნა. შესაბამისად მათ მეორე ტურისთვის ამომრჩევლის ბარათი არ დარიგებიათ.