საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოში სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.

დეკემბერს დასაწყისში, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში წვიმა, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი.

30 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.