საქართველოში კვირის ბოლომდე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, ზოგიერთ დღეს, მათ შორის 15 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში თოვლ–ჭყაპია მოსალოდნელი.
წუხელ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში თოვდა. კერძოდ, ჯვრის უღელტეხილსა და გუდაურში, სადაც თოვლის სიმაღლე უკვე 18 სანტიმეტრია. მაღალმთიან რაიონებში თოვლი დღეს ღამითაც არის მოსალოდნელი, ბარში კი კვლავ იწვიმებს.