ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
ასევე დაშავებულია 4 ადამიანი.
რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მძიმეა და ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან მკურნალობას.
პაციენტები ერთი ოჯახის წევრები არიან,მათ დამწვრობა სახლში, სავარაუდოდ, ბენზინის აალების შედეგად მიიღეს. ყველა მათგანი, სხეულის მძიმე დამწვრობით, ხობიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში გუშინ მოათავსეს.
„5 პაციენტი მივიღეთ, 4 მოზრდილი და 1 ბავშვი. ხუთივე პაციენტი კრიტიკული დამწვრობით შემოიყვანეს. დღეს გამთენიისას ერთ-ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. დანარჩენი 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მოთავსებულები არიან დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.