გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ამირან ტოტიკაშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის სახელობის ჩემპიონატში ქვემო ქართლის რეგიონის სპორტსმენების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოასპარეზე ძიუდოისტები იღებდნენ მონაწილეობას. ტურნირზე სულ 170 სპორტსმენი იყო წარმოდგენილი.
გამარჯვებულები რამდენიმე წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებიც მედლებით, თასებით და სიგელებით ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა დააჯილდოეს.