ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახურმა სპეციალური ტექნიკა შეისყიდა.ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტდადიონზე, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, ახალი მინდვრის საფარი მოეწყო. სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახურმა საფარის მოვლისა და შენარჩუნებისთვის მოედნის საჩხვლეტი, მოედანზე მიწის შემტანი და ბალახის სათესი ტექნიკა შეიძინა. წელიწადში ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე აღიშნული სამსახური ბალახის შეთესვას განახორციელებს.
ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე განხორციელებული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა მოინახულეს.
ბოლნისის მერი იმედოვნებს, რომ 24 ნოემბერს ბოლნისის სიონი 33–ე ტურის მატჩს თბილისის ლოკომოტივთან სწორედ ბოლნისის სტადიონზე გამართავს.