რუსთავის მერიასთან “სტამბოლის” ბაზარში მომხდარი, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შეიკრიბნენ. ისინი ალტერნატიული ფართის გამოყოფას, ზარალის დათვლას და ანაზღაურებას ითხოვდნენ. ასევე მათი თქმით დღემდე არ არის ბაზარი ნაგვისგან გაწმენდილი.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კიდევ ერთხელ შეხვდა დაზარალებულებს, მერმა მოვაჭრეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ზარალის დათვლა და მათი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში ე.წ. “სტამბოლის ბაზარში” ხანძარი გვიან ღამით 1 ნოემბერს გაჩნდა.